პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ლუბინში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები 41, 42 და 46 წლის ქართველები არიან, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელ ბინებში შეჭრა და ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა ედებათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის ნივთები და ფული მოიპარეს.

დაკავებულებს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები