ბოლნისში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბაკიშლარში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა 24news ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ერთ-ერთი მანქანის, VAZ 21-07-ის, მძღოლი და მგზავრი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები