კანადა უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინას, F-16 ფლოტის მხარდასაჭერად, დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

,,კანადა 60 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ კონტრიბუციას შეიტანს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციაში”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ეს თანხები მოხმარდება F-16 თვითმფრინავების უკრაინის მომავალი საჰაერო ფლოტის მომსახურებას. კერძოდ, ისინი მიმართული იქნება სათადარიგო ნაწილების, იარაღის სადგურების, ავიონიკისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე.

მსგავსი თემები