რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციი, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ მირნოგრადზე. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

,,გამოძიების თანახმად, 2024 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთის არმიამ მირნოგრადზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტზე თავდასხმისას S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. 38 წლის კაცი, რომელიც სამსახურიდან სახლში ველოსიპედით მიდიოდა, მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაშავდა 50 წლის ქალიც. იგი სისხლჩაქცევებით საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ,” – იტყობინება პროკურატურა.

მსგავსი თემები