,,ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით,ვმთავრობის დამტკიცების რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში ხდება, შემდეგ – პლენარულ სხდომაზე.

,,განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები