უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ.

მისი თქმით, რუსეთის გამარჯვება ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს წაახალისებს.

“ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები