,,აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის რწმენას, რომ შეუძლია, დაძლიოს უკრაინა და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები