ვითარება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის.

„საერთოდ, დაძაბულობის დონე ახლა მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის. ეს არის ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება კონფლიქტის შეჩერებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან არიდება და დეესკალაციის მიღწევა“, – განაცხადა  პესკოვმა.

მსგავსი თემები