დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო. მისი თქმით, დასავლეთი ვერ წყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით.

„უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის თავიდან აცილება. უფრო მეტიც, მათ უკვე ესმით, რომ ჩაშლა დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერებენ და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც. შევდივართ კონტაქტებში შესაბამის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი არწმუნებს, უკრაინას სწრაფად გადასცეს იარაღი ისე, რომ არაფერი გვითხრას ჩვენ, როგორც იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიმწოდებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს ვალდებულებები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ვალდებულებები დაცული იყოს“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები