რა შემთხვევაში დათანხმდება უნგრეთი უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას – ორბანი პირობას ასახელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მხარს დაუჭერს ევროკავშირის მიერ, დახმარების სახით უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას, ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დათანხმდება.

ორბანი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდება  იმ შემთხვევაში, თუ ექნება გარანტია, რომ კიევისთვის “ფულის მიწოდების გაგრძელების გადაწყვეტილება ყოველწლიურად გადაიხედება.”

“სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყნის მიერ აღიქმება ან ინტერპრეტირებულია, როგორც ყოველწლიური შანტაჟის ინსტრუმენტი. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არ არის ვეტო შანტაჟისთვის, არამედ მიმართულია ევროკავშირის ერთიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისაკენ”, – განაცხადა ორბანმა.

 

მსგავსი თემები