ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცადებით, ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თავშესაფრების შემოწმებისას გამოვლინდა გავრცელებული დიარეა და რესპირატორული ინფექციები ბავშვებსა და ჩვილებში. მათივე ინორმაციით, დაავადებულები მკურნალობას ვერ იღებენ.

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება ან დიაბეტი, ასევე ვერ იღებენ მკურნალობას.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი რეჟიმის მოწოდებით გამოდიან.

მსგავსი თემები