არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ – ირაკლი კობახიძე

 არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იცავს იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული აქვს.

„ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ. ამ პოლიტიკის ფარგლებში იდება ნებისმიერი გარიგება. სადმე გადახვევა თუ იქნება, ნებისმიერმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, მაგრამ გადახვევა თუ არ არის, პრეტენზიებსაც ვერ ექნება საფუძველი. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიცავთ იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები