ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება.

„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უწყების  განცხადებაში.

როგორც განცახდებაშია ნათქვამი, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია.

„რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთო-ს სამი უკრაინელი თანამშრომელი. ამრიგად, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები