ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს – გურამ მაჭარაშვილი

ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო. მის ხმას ევროპა ვერ გაიგებს. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სჯობს, დროზე მოეგოს გონს და გაჩერდეს.

„მის ხმას მხოლოდ ნიკა გვარამია გაიგებს, რომლის ხმა გაიგო და ციხიდან გამოუშვა. მის ხმას გაიგებს რადიკალური ოპოზიციაც, რომელიც მის დღის წესრიგშია. მის ხმას ხმას ვერც ქართველი ხალხი და ევროპა ვერ გაიგებს. სჯობს, დროზე მოეგოს გონს და გაჩერდეს, სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და შეირგოს. სალომე ზურაბიშვილს ემიგრანტები არ უშველის. სჯობს, საარჩევნო კანონმდებლობას ჩახედოს, სადაც წერია, რომ ხმის მიცემა უზრუნველყოფილია და გაყალბება ნულოვან დონეზეა დაყვანილი. ამას საერთაშორისო აუდიტი ამბობს. ვის დაუჯერებს ევროპული საზოგადოება, კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილს თუ საერთაშორისო აუდიტს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები