ჯინპინგი – ვიეტნამიდან 18 კილომეტრში და მოსწავლეების ულამაზესი წარმოდგენა (რეპორტაჟი ჩინეთიდან)

ჯინპინგი მდებარეობს იუნანის პროვინციაში, ჰონგჰეს პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში. ის დედაქალაქ კუნმინგიდან 477 კილომეტრშია. მას სამხრეთით ესაზღვრება ვიეტნამის ლაი ჩაუს პროვინცია და ვიეტნამისგან ყოფს მთები და მდინარეები.  ჯინპინგში ცხოვრობს წითელთავიანი იაოს უმცირესობა, რომლებიც დაქორწინების შემდეგ თავზე წითელ ქუდს ატარებს.

ის მოიცავს 3677 კვადრატულ კილომეტრს. აქ არის ეროვნული ღია ნავსადგური, რომელოც მდებარეობს  18 კილომეტრში ვიეტნამის ფენგტუს საგრაფოდან.

ჯინპინის ოლქი არის უმცირესობის ავტონომიური საგრაფო, რომელშიც უმცირესობები რეგისტრირებული მოსახლეობის 87.4%-ს შეადგენს. ჯიპინგის ოლქში თაობების განმავლობაში 9 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ესენი არიან მიაო, იაო, დაი, ჰანი, ი, ჰანი, ჟუანგი, ლაჰუ და ბულანგი, შესაბამისად.

ჯინპინის ოლქის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ჯინპინის ოლქის ჰანის ბრინჯის ტერასას, ფენშუილინგის ეროვნულ ნაკრძალს, ქსილონგის მთის ნაკრძალს, ლადენგის ჩანჩქერებს, პეპლების ველს, მენგლას ჩანჩქერებს და ზოგიერთ ტრადიციულ ეთნიკურ სოფელს, როგორიცაა სოფელი პინგანი.

ჯინპინგი განსაკუთრებით ცნობილია ოქროს წარმოებითა და ოქროს ნაკეთბებით. სახელწოდება „ჯინპინგიც“ სწორედ ოქროს წარმოებას უკავშირდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ამ ქალაქზე განსაკუთრებულად ზრუნავს. კერძოდ, სამინისტრომ შეაგროვა 280 მილიონ იუანზე მეტი ჯინპინგისთვის მთავრობებთან, ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთ ჩინელებთან და საქველმოქმედო პირებთან ერთად და განახორციელეს 987 ქვეპროექტი განათლების, ჯანდაცვისა და მრეწველობის მიმართულებით.

ერთ-ერთი სკოლა, რომელსაც ვესტუმრე, არის ჩინეთ-ეკვატორული გვინეის მეგობრობის პირველი დაწყებითი სკოლა, რომელსაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პატრონობს.

აქ ფუნქციონირებს 43 სასწავლო კლასი 2040 მოსწავლით და 115 პროფესორ-მასწავლებლით. ეს სკოლა განათლებისა და სწავლების მიღწევები ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა და მოიპოვა 100-ზე მეტი ეროვნული, პროვინციული და სახელმწიფო დონის ჯილდოები.

სკოლას ასევე ჰქვია ჩინეთი-ეკვატორული გვინეის მეგობრობის დაწყებითი სკოლა.

ამ სკოლაში 9 ეთნიკური ჯგუფის მოსწავლეა სწავლობს. აქ  ფუნქციონირებს სპორტული და მუსიკალური წრეებიც. მოსწავლეები კი არაჩვეუებრივ გუნდს ქმნიან, სადაც თავიანთ ეთნიკურ, ტრადიციულ სიმღერებსა და ცეკვებს გვიზიარებენ.

ეკა გულუა

ვიდეორეპორტაჟი ჯინპინგიდან

 

მსგავსი თემები