ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა.

ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში უმრავლესობა მოპოვებული ოპოზიცია, აცხადებს, რომ მორავიეცკის მთავრობის დამტკიცება არის ფარსი, რომლის მიზანია ხელისუფლების გადაბარების გაჭიანურება.

პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც ქვეყნის სათავეში 2015 წლიდანაა, არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები ვერ მოაგროვა და დიდი ალბათობით, პარლამენტში მისი მთავრობა ნდობას ვერ მოიპოვებს.

„ჩვენ ვიცავთ ტრადიციას იმ მთავრობის დამტკიცებით, რომელიც ჩამოყალიბებულია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუდის არჩეული კანდიდატის მიერ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ მინისტრების დამტკიცებისას.

პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭიროა 231 ხმა. დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფრომის“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციური პარტიების ალიანსმა 248 მანდატი მოიპოვეს. ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება პირველს პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის დაავალა.

 

მსგავსი თემები