უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე კიდევ უფრო მეტი თავდასხმები იქნება – სტოლტენბერგი

ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე უფრო მეტი თავდასხმები იქნება – ამის შესაებ ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო დაუჭირონ მხარი უკრაინას.

,,ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ სიტუაციას უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ საბრძოლო ოპერაციებს ფრონტის ხაზის გასწვრივ. ჩვენ ვხედავთ უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების ტალღებს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე უფრო მეტი თავდასხმები იქნება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო დაუჭირონ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები