ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი დახურულია – გიორგი ვაშაძე

ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი დახურულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა თავისი ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

„გამარჯვებისთვის ბრძოლას სრულიად ახალი სტრატეგიით დავიწყებთ და არჩევნებში ყველა ერთად გავიმარჯვებთ, რომელიც გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, რათა საქართველომ განაგრძოს სწრაფი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება. ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ – პოლიტიკა არის ზუსტად სიმბოლოების ხელოვნება, რითაც მკაფიო უნდა გახადო შენი გზავნილი. ლევან ხაბეიშვილმა თავისი ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვის ნიკა მელიას საკითხი ამოწურულია და დამთავრებულია, არც ხალხს არ აინტერესებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები