რუსები ავდეევკაში 6 მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ – ომის კვლევის ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

,,რუსი ოკუპანტები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას. მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ [რუსები] წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა ნოვობახმუტოვკას აღმოსავლეთით (ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით 13 კმ) 30-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

 

მსგავსი თემები