ოდესის ოლქში უამინდობის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა

ოდესის რეგიონში უამინდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 5 ადამიანამდე გაიზარდა. სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იმუშავებს, ვიდრე არ აღდგება ნორმალური სიტუაცია. ამჟამად ციკლონის ეპიცენტრი ინაცვლებს ჩრდილოეთ ოლქებისკენ – ყველგან მზად ვართ დასახმარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უამინდობის გამო თითქმის 1500 დასახლება 17 რეგიონში გათიშულია. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მაშველებს, მძღოლებსა და ეროვნულ გვარდიელებს, რომლებმაც ქარბუქის დროს ხალხის დახმარება გაუწიეს.

მსგავსი თემები