უკრაინაში დაღუპული ნიკა გელენიძე ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული 30 წლის ნიკა გელენიძე, ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს​. ის უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს.

ცნობისთვის, გელენიძე დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოტანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

ქართველი გმირის უკრაინიდან გადმოსვენება მეგობრებმა და თანამებრძოლებმა უზრუნველყვეს. ნიკა გელენიძე სოხუმიდან დევნილია.

მსგავსი თემები