კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს.

მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია.

წყაროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხანგრძლივი გაუარესების შემდეგ ბუდანოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს და  მკურნალობის კურსი უკვე მთავრდება. ის  კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

წყაროს ცნობით, ქალს ორგანიზმში ისეთი მძიმე მეტალები აღმოაჩნდა, რომლებიც ყოველდღიურობაში არ გამოიყენება, რაც სავარაუდო მოწამვლაზე მიუთითებს.

 

მსგავსი თემები