ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ევროპული კანონებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა, არამედ ეს პროცესი მოითხოვს გარდაქმნებს ქვეყნის საზოგადოებაში.
,,უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს,” – განაცხადა მეცოლამ.