ომის დაწყების შემდეგ პირველად, სერგეი ლავროვი ნატო-ს წევრ ქვეყანაში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი  ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალზე გეგმავს დასწრებას. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნატო-ს წევრებმა რუსეთს თავიანთი ქვეყნების თავზე ფრენა აუკრძალეს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასასვლელად ლავროვს თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გაუხსნა.

,,ნებართვა მიენიჭა ჩრდილოეთ მაკედონიის მოთხოვნით “ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და ექვემდებარება გამონაკლისს ევროკავშირის სანქციების გამოყენებისგან. რეჟიმი მის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ნებართვა „არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე არიან სანქცირებული პირები, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ცალსახად არის ნახსენები ბულგარული მხარის საპასუხო ნოტაში“.

მსგავსი თემები