უკრაინაში უამინდობის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა

უკრაინაში უამინდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

მსხვერპლია ოდესის, ხაროვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში.

ნიკოლაევის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა. ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა.

გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი თემები