ფინეთი რუსეთთან დარჩენილ ბოლო სასაზღვრო გამშვებ პუნქტსაც ხურავს

ფინეთი რუსეთთან დარჩენილ ბოლო სასაზღვრო გამშვებ პუნქტსაც ხურავს. გადაწყვეტილება ძალაში ოთხშაბათს გვიან ღამით, 30 ნოემბრიდან შევა. ცნობილია, რომ სასაზღვრო პუნქტი 30 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე დაიხურება. მიზეზი კი ქვეყანაში რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდაა.

მანამდე ფინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება.

ცნობისთვის, ფინეთის მთავრობამ 18 ნოემბერს, შაბათს, ღამით, რუსეთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, ოთხი საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები