თუ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, ეს ჩვენი დამარცხება იქნება – პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს, ეს მათი დამარცხება იქნება.

,,თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ეს წელი წარმატების საფუძველია, მომავალი წელი კი უფრო რთული იქნება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება სუვერენიტეტის აღდგენისა და საზღვრებზე კონტროლის დასამყარებლად. ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება”, – განაცხადა პაველმა.

მსგავსი თემები