“დედა, შენი შვილი გმირია”- ისრაელის თავდაცვა „ჰამასის“ წევრის მშობლებთან საუბარს აქვეყნებს

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო “ჰამასის” ერთ-ერთი ტერორისტის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. ტერორისტული დაჯგუფების წევრი, რომელიც 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა, მშობლების წინაშე 10 ებრაელის მოკვლით იქებს თავს. “დედა, შენი შვილი გმირია”, – მიმართავს ტერორისტი დედამისს.    

მეტი...

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა

“რადიო მარნეულის”  ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა. მედიის ცნობით,  ნიშნობის ფაქტი მერვე კლასელი გოგოს სკოლის დირექტორმა დაადასტურა. ,,ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა რომ სკოლაში სიარულს გააგრძელებს”,- ამბობს სკოლის დირექტორი. მათივე ცნობით, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

მეტი...

ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების დროს 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა – პენტაგონი

ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების დროს 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა. პენტაგონის პრესმდივანის, პეტ რაიდერის განცხადებით,  დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს, მხარს უჭერს ირანი. „რასაც ჩვენ ვხედავთ არის უფრო მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივა აშშ-ის ძალებისა და პერსონალის წინააღმდეგ რეგიონში, რომელიც მოდის ირანის მარიონეტული ძალებისგან და საბოლოოდ, ირანისგან. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას დავიცვათ საკუთარი თავი და არასდროს არ მოგვერიდება ზომების მიღება, როცა საჭიროა ჩვენი ძალების და ჩვენი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ“, – განაცხადა რაიდერმა.  

მეტი...

გუტერეშის განცხადების გამო, ისრაელი უარს ამბობს გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე

გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით,  გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ, ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე, ,,მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზის გაცემაზე. ჩვენ უკვე ვუთხარით უარი ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსისთვის. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ”, – განაცხადა ერდანმა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უნდა დატოვოს თანამდებობა. ცნობისთვი, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა: მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ჰამასის თავდასხმები არ მოხდა ვაკუუმში. პალესტინელი ხალხი ექვემდებარება 56 წლის მახრჩობელ ოკუპაციას”.

მეტი...

თავდასხმების დროს რუსეთი იყენებს შიდა წარმოების, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფ და მსუბუქ ვერსიას –  ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

 ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმების დროს რუსეთი იყენებს შიდა წარმოების, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფ და მსუბუქ ვერსიას, რომელთა აღმოჩენა და ჩამოგდება უფრო რთულია, მათივე ცნობით, რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ვარაუდი, რომ რუსეთის ჯარებმა კიევზე თავდასხმისას გამოიყენეს ახალი უპილოტო საფრენი აპარატები – Italmas-ი. მათივე ინფორმაციით, ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უფრო იაფია. რუსულმა წყაროების ცნობითვე, Italmas-ის დრონები უფრო მსუბუქია, ვიდრე „შაჰედები“ და მათი აღმოჩენა და ჩამოგდება უფრო რთულია.  

მეტი...

ღამით რუსეთი უკრაინას 11 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება შეძლო

25 ოქტომბრის ღამეს, რუსეთი უკრაინას 11 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა ექვსი სარაკეტო, 51 საჰაერო და 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათი უმეტესობა მიმართული იყო უკრაინის ჯარებისა და უკრაინის დასახლებული პუნქტებისკენ. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.  

მეტი...

ავსტრალია უფრო მეტ თავდაცვის ძალებს აგზავნის ახლო აღმოსავლეთში

ავსტრალიის ვიცე-პრემიერის და თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მეტ პერსონალსა და თვითმფრინავს აგზავნის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში “ოპერაცია წიფლის” ფარგლებში. რიჩარდ მარსლის თქმით,  მთავრობამ რეგიონში დამატებითი ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. ,,ავსტრალიური თვითმფრინავების განლაგება და მხარდამჭერი თავდაცვის პერსონალი არის პრევენციული ღონისძიება ავსტრალიის მთავრობის მთელი საგანგებო ვარიანტების მხარდასაჭერად, უსაფრთხოების სიტუაციის შემდგომი გაუარესების რისკის გამო”, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

აშშ იმუშავებს ჩინეთთან კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად – ენტონი ბლინკენი

აშშ იმუშავებს ჩინეთთან კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, ისრაელ-ღაზის ომი არ გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში. „ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მე მოუთმენლად ველოდები მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთიდან“, – განაცხადა ბლინკენმა.  

მეტი...

,,საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”- ოლივერ ვარჰეი

,,საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”,- ამის შესახებ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ წერს. მისი თქმით, საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. ,,ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომელიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”,-წერს ვარჰეი.

მეტი...

უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატო-ს რეზერვები, ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება – იენს სტოლტენბერგი

უკრაინისთვის გაწეულმა აქტიურმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა ნატო-ს რეზერვები, ამიტომ ალიანსის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია წარმოების სიჩქარე და მოცულობა. „ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის. ამასთან ერთად, რუსეთი ემზადება ზამთრის, როგორც ომის იარაღად გამოსაყენებლად, ამიტომ წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ…

მეტი...