,,ზელენსკის ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურს”- ბჟანია

,,ცხადია, ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება”, – ამის შესახებ  აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას სურს, დესტაბილიზაციის სარტყლის რუსეთისთვის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას.

,,უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ”, -აცხადებს ბჟანია.

მსგავსი თემები