რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ინიციატივით გამოდის, უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები, ვიდრე ორი ქვეყანა ელოდება ოფიციალურ გაწევრიანებას ევროკავშირში.

„არ დაუშვათ შეცდომა: პოლიტიკურად თუ ქვეყანა იყურება ევროპისკენ, მაშინ ევროპამ კარები ფართოდ უნდა გააღოს. ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში“, – განაცხადა მეცოლამ.

 

 

მსგავსი თემები