,,მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს” – პრემიერი ბრიუსელში ვიზიტზე

ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის თემატიკაზე.

„ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს. ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე აი იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშნელოვანი, იცით რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ზოგადად ეს დაკავშირებადობა არის სისტემატიკა, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები