,,ორი დასკვნა დღევანდელი დღიდან” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ,,ქართული ოცნების” პროპაგანდას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,ორი დასკვნა დღევანდელი დღიდან:

პირველი: საქართველოში, ლიბერალი მედასავლეთეების მნიშვნელოვანი ნაწილი ბევრად მეტად მოწყვლადია ქოცპროპაგანდის მიმართ, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქართველი

მეორე: ზოგიერთი ოპოზიციონერი, ოპოზიციური პარტია და ენჯეო სხვებისთვის სტატუსის საბოტირების დაბრალებით, ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა, მოწინააღმდეგეების დემონიზაციას ახდენს. სინამდვილეში, ეს ხალხი უბადრუკად ცდილობს სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ამ წარმატების მონოპოლიზაციის, რაც სასაცილოც არაა, იდიოტიზმია. თორემ პროცესის საბოტირება რომ ოპოზიციას თეორიულადაც არ შეუძლია, ეს ძალიან კარგად იციან და ეს რომ ქოცების ნარატივია მხოლოდ, ესეც კარგად იციან, მაგრამ სამწუხაროდ (და ზოგიერთი – საეჭვოდ) პარალელურად მიყვებიან ქოცპროპაგანდას”, – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები