არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებსრომ არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი.

ორბანმა უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა, რაზეც ბორელმა განაცხადა, რომ ის ამ ორს მსგავსად არ მიიჩნევს.

,,უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი… მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის.  მე იქ არც ერთი ტანკი და არც ერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები