იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით,  უკრაინისა და მოლდოვას დეპუტატებისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეთავაზება ევროპარლამენტის პრეზიდენტის მხრიდან სწორი ნაბიჯია. მისი  თქმით, ამის შესაძლებლობა ბალკანეთში სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც უნდა მიეცეს.

,,ევროკავშირი უახლოეს მომავალში გაფართოვდება. პრეზიდენტ მეცოლას იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია. მე და ჩემი კოლეგები ამას დიდი ხანია ვცდილობთ. იგივე შესაძლებლობა უნდა მიეცეს სხვა კანდიდატ ქვეყნებს ბალკანეთში,”  – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები