პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები. მისი თქმით, კონკრეტული გვარების დასახელბას არ აპირებს.

,,ჩვენს პარტნიორებში იწვევს გარკვეულ შეშფოთებას საკითხი, როდესაც ოპოზიცია აჟღერებს არაერთგვაროვან გზავნილებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან და მათ მოგვმართეს, მე და ხათუნა სამნიძე ვიყავით ერთად, ამიტომ მე შემიძლია დავადასტურო. თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება და მე მესმის, რომ შეიძლება, იყოს სხვადასხვა მოსაზრებები, მაშინ ეს უნდა ითქვას ღიად და საჯაროდ და ეს უნდა იყოს ასევე არგუმენტირებული. მე არავითარი გვარების დასახლებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ არაერთგვაროვანი პოზიცია გასაგებია, სხვადასხვა ადმიანები ვართ და სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოვადგენთ, მაგრამ ერთნაირი გზავნილი კანდიდატის სტატუსისთვის ეს იქნებოდა ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები