ჰამასი ისრაელზე თავდასხმას მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელით ამზადებდა

ისრაელზე თავდასხმას ჰამასის დაჯგუფება ორი წლის განმავლობაში მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელის მეშვებით ამზადებდა, რათა  ისრაელის დაზვერვას მათი საუბრების მოსმენა ვერ მოეხერხებინა.

CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმის მომზადებისას დაჯგუფება არც კომპიუტერებს და არც მობილურ   ტელეფონებს იყენებდა.

მედიის ცნობით, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ისრაელმა და აშშ-მ თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა.

მსგავსი თემები