,,მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული”- ჰერჩინსკი

,,მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული,”- ამის შესახებ  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და დიპლომატების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჯოზეფ ბორელმა თქვა, იმპიჩმენტის პროცესი, სამწუხაროდ, პოლარიზაციას გაზრდიდა.

,,პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისთან მიგვიწვია მე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო ორი კვირის გეგმები. პრეზიდენტი აპირებს იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერაში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული, რადგან როგორც ჯოზეფ ბორელმა აქ, თბილისში თქვა, იმპიჩმენტის პროცესი, სამწუხაროდ, პოლარიზაციას გაზრდიდა.” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები