,,არავინ არ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ”- პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ.

,,როგორც ევროკავშირის ელჩს თბილისში, შეხვედრები მქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან – არავინ არ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ყველას, ვისაც გავესაუბრე, მმართველი პარტიიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები