დიდ დიღომში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარედ კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მძღოლებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, გზის არდათმობის გამო დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები