ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორზე ავიაიერიშის შედეგად ჰამასის ჩრდილოეთის ბატალიონის მეთაური, ტაისირ მუბაშერი დაიღუპა.

მათივე ცნობით, მუბაშერი წინა პერიოდში ჰამასის საზღვაო ძალების მეთაურად მსახურობდა. მას ასევე ეკავა რამდენიმე თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტული ჯგუფის იარაღის წარმოებასთან.

„მუბაშერს აქვს დიდი გამოცდილება სამხედრო სფეროში და როგორც მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს ტერორისტულ თავდასხმებს, ითვლება ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურთან, მუჰამედ დეიფთან დაკავშირებულ პირად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები