ტიბეტი – ადგილობრივების ცხოვრება (ვიდეორეპორტაჟი)

ტიბეტი მხოლოდ დალაი ლამა, ბერები პოლატას სასახლე და სერას მონასტერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი დასახლება, სოფლის მეურნეობით თუ ღამის აქტიური ცხოვრებით.

ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები, პონები.  ძირითადად იკვებებიან  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით. ადგილობრივების შემოსავლის წყაროა როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ტურისტბის მომსახურება.

მოსახლეობა განსაკუთრებულად თბილი და მომღიმრია. უყვართ სტუმარი და მაქსიმალურად ცდილობენ ასიამოვნონ. ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია, თუმცა, ჟესტების ენა აქაც ყველაზე გამოსადეგია. ბებოები ფოტოს გადაღებისას მორცხვობენ და ამბობენ, რომ მათ ფოტოებს არავინ უღებს.

რეპორტაჟი ტიბეტიდან.

ეკა გულუა  

იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

მსგავსი თემები