პოლონეთი რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებს

პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა ავრცელებს.

სწავლების მიზანია ჯარებსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები.

წვრთნების დროს სასაზღვრო პროვინციებში სამხედრო პერსონალი და ტექნიკა გადაინაცვლებს, ზოგან საცეცხლე პუნქტებიც დამონტაჟდება.

ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები.

მსგავსი თემები