,,შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით” – გუტერეშის პასუხი ისრაელს

,,შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით”. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

,,შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით – თითქოს მე ვამართლებდი “ჰამასის” ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, პირიქით იყო…

გუშინდელი ინტერვენციის დასაწყისში მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში “ჰამასის” მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას – ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას.

მე პალესტინელი ხალხის წყენაზე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს “ჰამასის” შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი ინტერვენცია, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს”, – თქვა გუტერეშმა.

მსგავსი თემები