ხელისუფლებამ, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული – კალაძე

საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად იყოს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, დაველოდოთ, დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება პასუხი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ოლივერ ვარჰეის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა  ევროპელ მეგობრებთან ერთად არის მზად, მომავალშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების განსახორციელებლად.

„საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად ყველაფერი გააკეთა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც იყო მითითებული. რა თქმა უნდა, სრული მზაობა გვაქვს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რადგან რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და საქართველოს მთავრობა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად არის მზად, მომავალშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების განსახორციელებლად. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად იყოს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა დაველოდოთ, დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები