,,როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა” – ღარიბაშვილი

,,როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა” – ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოპოზიციასთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებთან დაკავშირებით.

,,მე აღარ მინდა მასზე ვილაპარაკო. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა პრეზიდენტობის და უნდა პოლიტიკაში დარჩენა. მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ ალბათ უნდა პოლიტიკაში დარჩენა, მისი აფილაცია, პირდაპირი კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს, მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები