სოხუმის აეროპორტი 2024 წლიდან ამოქმედდება – ასლან ბჟანია

სოხუმის აეროპორტი 2024 წლიდან ამოქმედდება. აეროპორტიდან ტექნიკური ფრენების დაწყება 2024-ის ივლისიდანაა მოსალოდნელი, აეროპორტის ამოქმედება კი იმავე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, აფხაზეთის ბიუჯეტში აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო სახსრები არ არის, ამიტომ ყველაფერი ინვესტორის ხარჯზე გაკეთდება.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები კერძო ინვესტორის ხარჯზე ორ ეტაპად განხორციელდება, ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მოზიდვის გარეშე.

მსგავსი თემები