ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ევროკავშირის მინისტრებმა  განაცხადეს, რომ წევრმა ქვეყნებმა უკეთ უნდა შეამოწმონ მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები და უფრო სწრაფად განდევნონ ისინი, რომლებიც უსაფრთხოების საფრთხის შემცველია.

აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა ლუქსმბურგში მიმდინარე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„მე დავაყენებ იმ პირების დაბრუნების დაჩქარების საკითხს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. უკვე წელს ვნახეთ დაბრუნებული პირების რაოდენობის 25%-ით ზრდა. ასე რომ, ჩვენ ახლა უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ უკან, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი კავშირისთვის, დაუყოვნებლივ იძულებით უნდა გააბრუნონ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანენსონმა.

შვედეთის შს მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს იმ პირთა ევროკავშირიდან გაბრუნებას, ვინც უსაფრთხოების პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

„მჯერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებაა, უკან გააბრუნონ ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ეფექტინიად გაკეთდეს“, – განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუნარ შტრომერმა.

.

მსგავსი თემები