მუნიციპალური თავშესაფარი უსინათლო ძაღლისთვის ახალ პატრონს ეძებს

მუნიციპალური თავშესაფარი უსინათლო ძაღლისთვის ახალ პატრონს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

”ამ ცუგოს ისტორია არ ვიცით. ვვარაუდობთ, რომ ოდესმე ჰყავდა პატრონი და სამყაროს დანახვაც შეეძლო. ახლა კი მიუსაფარია და აბსოლუტურად უსინათლო.

ჩვენ კი ისევ სასწაულის მქმნელი ადამიანების იმედი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ მას კვლავ ეყოლება ოჯახი.

ვეძებთ პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარებს მას.

რაც შეეხება ჩვენს უსინათლო ცუგას, აბსოლუტურად უპრობლემოა, კეთილი და მოსიყვარულე. მორცხვობს ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან, როგორც ჩანს, ქუჩაში არც ისე მარტივი პერიოდი გამოაიარა.

ის ახალი პატრონის გამოჩენას თავშესაფარში მოთმინებით დაელოდება.

ჯიში: ბალონკა ან ბალონკის მეტისი

ასაკი: 2-3 წლის

სქესი: ძუ

ფერი: შავი

ჯანმრთელობის მდგომარეობა: უსინათლო

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე – (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები