,,გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი”- ირაკლი კობახიძე

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება ამ შემთხვევაშიც მისი პასუხისგებაში მიცემაც, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი.

„რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან მის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოიწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტებისთვის. გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი. გუშინდელი დღიდან ის რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ამ ქვეყანას ვერაფერს დაუშავებს, როგორც სამადაშვილს და ხაბეიშვილს არ შეუძლიათ არაფრის დაშავება ამ ქვეყნისთვის, ასევე ვერ დაუშავებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები