არ აჰყვეთ მრისხანებას, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, დავუშვით შეცდომებიც – ბაიდენი

11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, ჩვენ ასევე შეცდომები დავუშვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ომის დროს ხელისუფლების წინაშე არსებული არჩევანი არასდროსაა მარტივი.

„მას შემდეგ, რაც ეს ტერორისტილი თავდასხმა მოხდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის აღწერეს, როგორც ისრაელის 11 სექტემბერი. თუმცა, ისრაელის ზომის ქვეყნისთვის ეს იყო 15-ჯერ დიდი 11 სექტემბერი. მასშტაბი შესაძლოა, განსხვაებული იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელებები შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას ისრაელში, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში. შოკი, ტკივილი, მრისხანება – ყოვლისმომცველი მრისხანება. მე მესმის და ბევრ ამერიკელს ესმის ეს. შეუძლებელია, უყუროთ, რა დაემართათ თქვენს დედებს, მამებს, პაპა-ბებიებს, ვაჟებს, ქალიშვილებს, შვილებს, ჩვილებსაც კი  და არ იყვიროთ სამართლიანობის მოთხოვნით. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩემი გაფრთხილებაა: ვიდრე ამ მრისხანებას გრძნობთ, არ აჰყვეთ მას. 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ და მივაღწიეთ მას, ასევე შეცდომები დავუშვით“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები